მეფუტკრეობის ტრენინგები სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით მეორედ ჩატარდა.
ქვეყნის მასშტაბით გამართულ 50-ზე მეტ ტრენინგს 1,000-ზე მეტი მეფუტკრე დაესწრო.
ტრენინგები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას საფუტკრეში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების შესახებ.