მიმდინარე წლის 28 აპრილს, 10:00 საათზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა“.
ტრენინგი საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ მეტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონზე და მის განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე, განიხილოთ პრაქტიკული მაგალითები.
საქართველოში, 2021 წლიდან, დამტკიცდა კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ეფუძნება ევროპაში ფართოდ გავრცელებულ „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, ბიზნესი/საწარმო თავად არის ვალდებული აღადგინოს გარემო პირვანდელ მდგომარეობამდე და გაიღოს ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი. აღნიშნული კანონმდებლობა ითვალისწინებს მთელ რიგ ცვლილებებსა და პროცედურებს, რომელშიც სახელმწიფოსთან ერთად, ჩართული არიან კერძო სექტორის წარმადგენლები.
ტრენინგს გაუძღვებიან პრაქტიკოსი ექსპერტები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას კანონის შემუშავებაში და ასევე, ჩართული არიან კანონის აღსრულების ნაწილშიც.
ტრენინგი ტარდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდის“ ფარგლებში.
აღნიშნულ ტრენინგთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია გარემოსდაცვითი ინფორამციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი სალომე ფიფია (ელ.ფოსტა: salome.pipia@eiec.gov.ge).