ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ცენტრი აცხადებს ტენდერებს საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური ანგარიშის (5NC/1BTR) კომბინირებული დოკუმენტის თავების/ქვეთავების შემუშავების მიზნით და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს/ორგანიზაციებს მონაწილეობის მისაღებად

ცენტრი აცხადებს ტენდერებს საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური ანგარიშის (5NC/1BTR) კომბინირებული დოკუმენტის თავების/ქვეთავების შემუშავების მიზნით და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს/ორგანიზაციებს მონაწილეობის მისაღებად

გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ტენდერებს საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური ანგარიშის (5NC/1BTR) კომბინირებული დოკუმენტის თავების/ქვეთავების შემუშავების მიზნით და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს/ორგანიზაციებს მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერები ცხადდება შემდეგი თავების/ქვე-თავების შემუშავებაზე:
 ეროვნული გარემოებები, ინსტიტუციური მოწყობა და სხვა ინფორმაცია და შეზღუდვები, საჭირო და მიღებული მხარდაჭერა
 შეზღუდვები და ხარვეზები და შესაბამისი ფინანსური, ტექნოლოგიების შემუშავებისა და გადაცემის, ასევე შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო და მიღებული  მხარდაჭერა 
 კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილება 
 ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელების მიმდინარეობის შეფასება 
 კლიმატის ცვლილების გავლენა და მისდამი ადაპტაცია 

აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვები ცხადდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების განვითარების სტრატეგიებსა და  სექტორული პოლიტიკის დოკუმენტებში გათვალისწინების და ინტეგრაციის პროცესში.

ტენდერების შესახებ დეტალური ინფორმაცია (ტექნიკური დავალების აღწერა, საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და ა.შ) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=515762&lang=ge 
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=516926&lang=ge 
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=517015&lang=ge 
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=517031&lang=ge 
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=517055&lang=ge 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით შემდეგ საკონტაქტო პირებს: 
პროექტის მენეჯერი სალომე ფიფია - ელ.ფოსტა: salome.pipia@eiec.gov.ge.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის შესყიდვების სპეციალისტი ნიკა ყველაშვილი (ტექნიკური/პროცედურული საკითხები)  - ელ.ფოსტა: nika.kvelashvili@eiec.gov.ge. 

წინადადებების მიღება შესაძლებელია 15 მაისის ჩათლით.

 

საჯარო განხილვები