ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდოს“ მეორე ტური მიმდინარეობს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდოს“ მეორე ტური მიმდინარეობს

პირველ ეტაპზე განცხადებების საფუძველზე შერჩეული მონაწილეები სპეციალურად შექმნილი კომისიის წარმომადგენლებს განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაციებს წარუდგენენ. 

2023 წელს გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ კონკურსანტები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. 200-მდე მონაწილიდან მეორე ტურში 68 მასწავლებელი და აღმზრდელი/მეთოდისტი გადავიდა.

„მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2023” და „მწვანე ჯილდო - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2023” გამარჯვებულები 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდებიან, სადაც მათ სპეციალური პრიზები გადაეცემათ. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა.

კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად. სახელმძღვანელოები წარმატებით ინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

  

საჯარო განხილვები