ფუტკრის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქ.თბილისის N137 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თემატური ლექცია გაიმართა.
დარგის სპეციალისტებმა მოსწავლეებს ქართული რუხი ფუტკრის აგებულება-განვითარების და ფუტკრის პროდუქტების შესახებ საინტერესო ფაქტები გააცნეს.
2023 წელს ფუტკრის მსოფლიო დღის თემაა „ფუტკრებისა და სხვა დამამტვერიანებლების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება სოფლის მეურნეობაში“.