ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.

მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის 2023 წლის გზავნილია „შეთანხმებიდან მოქმედებამდე: აღვადგინოთ ბიომრავალფეროვნება“.

ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს სასწავლო ტური საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩაუტარდათ.

ახალგაზრდები ბოტანიკური ბაღის დაარსების ისტორიას, საქმიანობას და მცენარეთა კოლექციების შექმნის პრინციპებს გაეცნენ; ინფორმაცია მიიღეს ბაღში არსებული სახეობებისა და  მათი მოვლის წესების შესახებ. 

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული შემეცნებითი ტური გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. 

საჯარო განხილვები