6 ივნისს, 13:00 საათზე ქ.თბილისში კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაცია გაიმართება. შეხვედრა ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი N1.
საჯარო კონსულტაციაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი ბმულით:
https://us02web.zoom.us/j/87537825066?pwd=Z1JiYzFzcllrbG10aFduT25BaDBSQT09
Meeting ID: 875 3782 5066
Passcode: 109689
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა. „მწვანე წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყებაა, რაც გამოკვეთს მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ,,კლიმატის ცვლილების შესახებ’’ კანონის პროექტში.
კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებსა და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს.
აღნიშნულ საკითხზე საკონტაქტო პირია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლიკა ფხოველიშვილი (ელ.ფოსტა: lika.pkhovelishvili@eiec.gov.ge; ტელ: 595503081).
კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ იხილეთ ბმულზე: https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/garemo/green-paper.pdf
„მწვანე წიგნთან“ დაკავშირებით საჯარო კონსულტაცია უკვე გაიმართა ქ.თელავსა და ქ.ქუთაისში.