ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე საქართველოში მასშტაბურად აღინიშნა

7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე საქართველოში მასშტაბურად აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით საქართველოში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. 

ღონისძიების ფარგლებში, რიყის პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, გაცნობოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკურ აღჭურვილობას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ბავშვებისა და მოზარდებისთვის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. 

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინიციატივით, 2019 წლიდან ყოველწლიურად 7 ივნისს აღინიშნება. წლევანდელი გზავნილია „სურსათის სტანდარტები სიცოცხლის დასაცავად“. 

სურსათის მსოფლიო დღის აღსანიშნავად რიყის პარკში გამართულ ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, პარლმენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელი სილვიო დომენტე და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

საჯარო განხილვები