ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

აგრარული მიმართულების პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლები  გადამზადდნენ

აგრარული მიმართულების პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლები გადამზადდნენ

აგრარული მიმართულების პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლები  გადამზადდნენ თემაზე „კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა”.  ტრენინგმოდული მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მიწის მდგრადი მართვა და აღდგენის ღონისძიებები, ადგილობრივი და ენდემური ჯიშები, მათი სერტიფიცირების პროცედურა, ბიოსასუქების წარმოება და ა.შ. თეორიული კურსის შემდეგ საველე სწავლება გაიმართა, სადაც ქარსაფარები და ნულოვანი დამუშავებით დათესილი ნაკვეთები მოინახულეს. 

ტრენინგის მიზანია აგრარული განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დამკვიდრებას, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის გასაუმჯობესებლად და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად.

შეხვედრაზე მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა სოფიკო ახობაძემ მიმართეს და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ტრენინგი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით, მოწყვლადი სასოფლო თემებისთვის საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა.

საჯარო განხილვები