ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმებისა და აქტივობების არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი საკითხებში ცოდნის გაღრმავებას. სასიხარულოა ამ პროცესში ჩვენი ახალგაზრდა თაობის აქტიური მონაწილეობა. „ნიკო კენცხოველის სასკოლო კონკურსი” კარგია მაგალითია, თუ როგორ უნდა შეუწყო ხელი ახალგაზრდებს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტი სკოლა და ეკოკლუბი ერთვება სხვადასხვა გარემოსდაცვითი და სოციოლოგიური აქტივობის განხორციელებაში“, -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალურ ღონისძიებაზე.

ფინალისტებმა ღონისიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც მათ, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში განახორციელეს. კონკურსში მონაწილე სკოლებიდან გამოვლენილი 31 ფინალისტიდან „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მფლობელი სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლა გახდა.

კონკურსში აქტიურად იყო ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომელმაც რამდენიმე ნომინაცია დააწესა. ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა ვერულაშვილს „მწვანე ჯილდო“ გადასცა გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის. რჩეული „ეკოსპიკერი“ კი, სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლე შოთა ზვიადაძე გახდა.

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გამოავლინა გამარჯვებული ეკოკლუბი. აღნიშნული ჯილდო სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლას გადაეცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტრადიციული პრიზი „ერთი დღე მინისტრად“ ქ.ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ესაილ იგიტიანს გადაეცა, რომელიც ერთ სამუშაო დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაატარებს.

სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

 

საჯარო განხილვები