ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულ მასწავლებელს „მწვანე ჯილდო“ გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულ მასწავლებელს „მწვანე ჯილდო“ გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის, 2021 წლის „მწვანე ჯილდო“, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. მარადისისა და სოფ. კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლამარა ბოლქვაძეს გადასცა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს ღონისძიებაში „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო” და, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, „მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები აქვს განხორციელებული.

„გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობის გაზრდისა და ამ მიმართულებით ცოდნის დონის ამაღლებისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თუმცა, არცერთ ინიციატივასა და განხორციელებულ პროექტს არ ექნება სათანადო შედეგი, თუ მასში არ იქნება ჩართული მოტივირებული და კვალიფიციური პედაგოგი, რომელიც სწორად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის, თამარ ალადაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეხუთე წელია „მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს იმ პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი განათლების კუთხით და ზრდიან მოსწავლეების ცნობიერებას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს იმართება. 2021 წელს, კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო პედაგოგი ქ. თბილისის წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დააჯილდოვა.

საჯარო განხილვები