გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ქ.თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 300-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი განახლებული პროგრამით - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გადაამზადა. პროგრამა მიზნად ისახავს ბაღის აღმზრდელების/მეთოდისტებისა და ადრეული ასაკის ბავშვების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის განახლება სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის კვლევის შედეგების საფუძველზე განხორციელდა. განახლებული პროგრამის მიხედვით, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის თემებს კლიმატის ცვლილების საკითხები დაემატა. სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკის მაგალითებს.
ქ.თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლების გადამზადების შემდეგ, ტრენინგები ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის განახლება და აღმზრდელების/მეთოდისტების გადამზადება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF)“ ფარგლებში განხორციელდა.