თუ ბუნება გიყვარს და შენს ირგვლივ არსებულ ტყეებზე გული შეგტკივა, თუ გსურს, მეტად ჩაერთო ტყის მართვის პროცესებში და მეტი წვლილი შეიტანო ტყეებით და ტყის რესურსებით გონივრულ და სამართლიან სარგებლობაში, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!
საპროექტო იდეების კონკურსი ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე პროექტ ECO.Georgia-ს ინიციატივაა. ECO.Georgia საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის
განხორციელების მხარდაჭერის პროექტია, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ფინანსდება და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს მთავრობის მიერ ხორციელდება.
ტყის მდგრადი მართვის იდეების კონკურსის მთავარი პირობაა, რომ იდეები აუცილებლად არაკომერციული ხასიათის უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს, მოცემული თემისთვის, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას/გაუმჯობესებას.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.
კონკურსის სრული აღწერა და განაცხადის შესავსები ფორმა იხილეთ დანართების სახით: