ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მედიაკონკურსი „ერთად დავიცვათ საქართველოს ტყე“  ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის

მედიაკონკურსი „ერთად დავიცვათ საქართველოს ტყე“ ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მედიაკონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის - „ერთად დავიცვათ საქართველოს ტყე“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტსა და ბლოგერს, რომელიც წარმოადგენს გამოქვეყნებულ სტატიას, ბლოგს, სოციალური მედიის პოსტს ან ვიდეო სიუჟეტს ტყის დაცვის თემატიკასთან დაკავშირებით. 

საკონკურსო ნამუშევრის შინაარსი შესაძლებელია ეხებოდეს თემებს:

მედიისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ჩართულობის მნიშვნელობა ტყის სწორად ათვისებისა და შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში;

ტყის მდგომარეობა, რეგიონებში არსებულ მართვის პრაქტიკები,  გამოწვევები და გადაჭრის გზები (ტყის რესურსების არასწორი ათვისება, ბრაკონიერობა, ტყის ხანძრები და ა.შ);

ტყის რესურსების მნიშვნელობა გარემოსა და ადამიანებისთვის;

კლიმატის ცვლილებისა და ჯანსაღი ტყის კავშირი ერთმანეთთან;

პირადი მაგალითი, ისტორია აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით;

ტყის რესურსებზე არსებული ზეწოლა და მისი შემცირების გზები;

ენერგოეფექტურობა, ენერგოეფექტური ღუმელები და ალტერნატიული საწვავი;

ალტერნატიული საშუალებებით ტყეზე არსებული ზეწოლის შემცირება. 

კონკურსი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებას ტყის სექტორთან დაკავშირებით.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა - 20 ნოემბერი.

გამოვლინდება სამი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთაც გადაეცემათ საჩუქრები.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის პირობები:

. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება ელექტრონული სახით ელ-ფოსტაზე - info@eiec.gov.ge,  სათაურში მითითებული უნდა იყოს - „მედია კონკურსი“;
. მეილში მითითებული უნდა იყოს ავტორის/ავტორების სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ. ნომერი, ელ-ფოსტა), საკონკურსო ნამუშევრის გამოქვეყნების თარიღი და ადგილი, ნაშრომის მოკლე აღწერა;
. წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული საჯაროდ.

შეფასების კრიტერიუმები:

. შესაბამისობა კონკურსის თემატიკასთან;
ნაშრომში საკუთარი ხედვისა და სტილის წარმოჩენა;
. საკუთარი/ ორიგინალური მოსაზრებების წარდგენა;
. გამოყენებული წყაროების მითითება.

კონკურსის შესახებ საკონტაქტო პირია ნათია ბლიაძე (ელ. ფოსტა: Natela.bliadze@eiec.gov.ge ტელ: 598 21 82 85).

 

 

საჯარო განხილვები