ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის პირველადი შედეგების წარდგენის მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა გაიმართა

სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის პირველადი შედეგების წარდგენის მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა  EU4Climate პროგრამის ეროვნულმა კოორდინატორმა ეკატერინე მიქაძემ გახსნეს.

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთათვის სათბურის აირების გაფრქვევის/შთანთქმის პირველადი მონაცემების გაცნობა შემდეგი სექტორების მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა, მიწათსარგებლობის ცვლილება და სატყეო მეურნეობა (LULUCF), მრეწველობა და ნარჩენები, ასევე სათბურის აირების ინვენტარიზაციის ანგარიშში ცვლილებების განხილვა და დაინტერესებული მხარეების რეკომენდაციებისა და მოსაზრებების მოსმენა.

სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაცია მიმდინარეობს პროექტის „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო ისე არასამთავრობო და კერძო სექტორების წარმომადგენლები. დისკუსიისას გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც დაეხმარება ინვენტარიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ანგარიშის სრულყოფილად მომზადებაში.

საჯარო განხილვები