ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისთვის მცირე გრანტების პროგრამა

სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისთვის მცირე გრანტების პროგრამა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პროექტის  DIAPOL-CE ფარგლებში გიწვევთ საკონსულტაციო შეხვედრებზე საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.
შეხვედრები გაიმართება:

19 ნოემბერი, 15:00 საათი - სოფ.ქვემო ალვანი, კულტურის სახლი
20 ნოემბერი, 11:00 საათი - ქ.ახმეტა, კულტურის სახლი
22 ნოემბერი, 11:00 საათი - სოფ.ზემო ალვანი, სათემო სახლი
22 ნოემბერი, 15:00 საათი - პანკისის ხეობა, სოფ.დუისი
25 ნოემბერი, 11:00 სთ - პანკისის ხეობა, სოფ. ჯოყოლო
25 ნოემბერი, 15:00 საათი - ილტოს ხეობა, სოფ. შახვეტილა, ამბულატორიის შენობაში.

შეგახსენებთ, რომ საგრანტო პროექტები განხორციელდება სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ტერიტორიაზე. 
საგრანტო თანხა შეადგენს 5000 ევროს ექვივალენტს ლარში (8 პროექტი გეგოგრაფიული გადანაწილებით); ერთი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, საუკეთესო საპროექტო წინადადება დაფინანსდება 10000 ევროს ექვივალენტით ლარში; მინიმუმ 10% უნდა იყოს გრანტის მიმღების თანამონაწილეობა ფულადი ან არაფულადი სახით. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ინდივიდებს, საერთო ინტერესით გაერთიანებულ ჯგუფებს, ადგილობრივ ფერმერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მეწარმეებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 10 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: ThreeAlazaniBR@giz.de (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ Three Alazani BR Small Grants Program). 
საკონტაქტო ტელ:  GIZ წარმომადგენელი 577 755 339 

პროექტი DIAPOL-CE -  „პოლიტიკის დიალოგი და ცოდნის მართვა კლიმატის ცვლილების სტრატეგიების შესახებ“ დაფინანსებულია გერმანიის  კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის მიერ (IKI), უფლებამოსილება მინიჭებული აქვს  გერმანიის გარემოს, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამინისტროს მიერ (BMUV).

საქართველოში პროექტს - ბიოსფერული რეზერვატები, როგორც საქართველოში მდგრადი განვითარების სამოდელო რეგიონები - სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის კოორდინირებული და ეფექტური მართვის შესაძლებლობების გაძლიერება - ახორციელებს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) და მიხეილ ზუკოვის ფონდი (MSF).

 

საჯარო განხილვები