ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტრენინგები მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტრენინგები მიმდინარეობს

პროგრამის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროექტის 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს მათი შესაძლებლობების განვითარების მიზნით ახორციელებს.

სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლებისთვის მიმდინარეობს  ტრენინგები - ,,სიმულაციური ვარჯიშები ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სიმულაციური განგაშის ორგანიზება და ჩატარება სამაშველო ტექნიკის გამოყენებით“. სიმულაციური ვარჯიშების ეფექტიანი ჩატარებისათვის, აუცილებელია, რომ დაწესებულებას შემუშავებული ჰქონდეს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები. ამ მიზნით, დაგეგმვის ეტაპზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა იდენტიფიცირება მოახდინა იმ დაწესებულებების, რომლებსაც შემუშავებული აქვთ საგანგებოს სიტუაციების მართვის გეგმები. ტრენინგები პროექტის 13 სამიზნე მუნიციპალიტეტში იმ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტარდება, სადაც შემუშავებულია საგანგებოს სიტუაციების მართვის გეგმები.

სიმულაციური ვარჯიშები დაეხმარებათ სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს უფრო მედეგნი გახდნენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისადმი და ისწავლონ უსაფრთხო გარემოში.

საჯარო განხილვები