ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროფესიული მომზადების პროგრამაზე - ,,გარემოსდაცვითი მმართველი” რეგისტრაცია იწყება!

პროფესიული მომზადების პროგრამაზე - ,,გარემოსდაცვითი მმართველი” რეგისტრაცია იწყება!

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურს დეტალურად შეისწავლოს ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით გაწერილი გარემოსდაცვითი მმართველის პასუხისმგებლობები და შეიძინოს საჭირო უნარები. 

ფიზიკური და იურიდიული პირების თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ისეთ კომპანიებსა თუ საწარმოებში, რომელთაც წარმოექმნებათ სხვადასხვა ტიპის ნარჩენი და ვალდებულები არიან ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაზე.

პროგრამის საფასური - 700 ლარი.

რეგისტრაცია 21 იანვრის ჩათვლით შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.emis.ge/#/training-programs  

სასწავლო პროცესი იწყება 5 თებერვალს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის გამზირი N32გ.

პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

პროგრამის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ნარჩენების მართვის კოდექსისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას.

გარემოსდაცვითი მმართველის კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:
კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და განახლებას
ნარჩენების კლასიფიცირებას
ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობას
კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელებასა და ორგანიზებას
კომპანიის თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებას

,,გარემოსდაცვითი მმართველი” პროგრამის ხანგრძლივობა 4 კვირაა და ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ.

საკონტაქტო პირი:
ნანა დვალი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის კონსულტანტი (ელ.ფოსტა: nana.dvali@eiec.gov.ge; ტელ:577282226).

პროგრამას უძღვებიან დარგის ექსპერტები:
• ალვერდ ჩანქსელიანი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
• ეკატერინე კისკეიძე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი
• კონსტანტინე ხაჭაპურიძე - დამოუკიდებელი ექსპერტი
• ქრისტინე ვარდანაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ნარჩენების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი
• თამარ ცეცხლაძე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების უფროსი სპეციალისტი.

საჯარო განხილვები