კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ შენიშვნების/მოსაზრებების მიღება გაგრძელდება 25 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისა (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა.
„თეთრი წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების გაგრძელებაა, რაც გამოკვეთს მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ,,კლიმატის ცვლილების შესახებ’’ კანონის პროექტში. აღნიშნულ პროცესს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით წარმართავს.
გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები „თეთრ წიგნში" წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@eiec.gov.ge
კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“ იხილეთ ბმულზე: https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/garemo/White-Paper-WDF-geo.pdf?fbclid=IwAR0MHGbWgUasQmIoxllesGiaSODUPAuQ6r-qnTN_kPLjBzaNZ93vt6Qwof8