ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფცია

დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფცია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) ინიციატივითა და  შვედეთის მთავრობის (შვედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს) (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,,გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” ფარგლებში, მომზადდა დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო ვერსია. 

კონცეფცია, როგორც სექტორული პოლიტიკის დოკუმენტი, ასახავს დაცულ და სხვა კონსერვაციულ ტერიტორიებზე ბუნების კონსერვაციის მიმართულებით ეროვნულ ხედვას და უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ეფექტური პოლიტიკისა და კარგი მმართველობის სისტემის  ჩამოყალიბებას მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის, სტანდარტების და პრინციპების გათვალისწინებით. იგი ადგენს სფეროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და პრინციპებს და წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტის - დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებისა და სრულყოფის დარგობრივი პოლიტიკის საფუძველს  ბიოლოგიური მრავალფეროვნების  შესახებ კონვენციის „კუნმინგ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს“ მე–3 მიზნით დადგენილი ახალი დღის წესრიგის შესაბამისად. 

დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფციაზე მუშაობის პროცესი წარიმართა ღია, ინკლუზიურ და თანამშრომლობით გარემოში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ფართო კონსულტაციების ფარგლებში. 

დაინტერესებულ პირებს კონცეფციის სამუშაო ვერსიის შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაუგვიანეს 2024 წლის 9 იანვრისა, ელექტრონული ფოსტის მისამართებზე:  teona.karchava@mepa.gov.ge , salome.nozadze@mepa.gov.ge 

 

საჯარო განხილვები