ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროექტის „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის პირველი შეხვედრა გაიმართა

პროექტის „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის პირველი შეხვედრა გაიმართა

პროექტის „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინებისა და პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის შემუშავება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ“  პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა გახსნეს.

„ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, პროექტის განხორციელებისას, ველოდებით განახლებულ მონაცემებს სათბურის აირების ინვენტარიზაციის, კლიმატის ცვლილების პროგრამებისა და პროექტების შედეგებისა და სამომავლო საჭიროებების შესახებ. თქვენთვის ცნობილია, რომ პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ ყველანი შევთანხმდით გამკაცრებულ ანგარიშგებასთან დაკავშირებით, რაც უფრო გამჭვირვალე, სრული და ზუსტი დოკუმენტაციის წარმოებას უნდა ემსახურებოდეს”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„აღნიშნული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ანგარიშგების ვალდებულება, რომელიც ექვემდებარება გაეროს და კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენციას. 

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მოამზადებს სრულყოფილ ანგარიშს, რაც ასევე დაეხმარება კლიმატის ცვლილების შერბილების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ანგარიშის შემუშავებაში ვალდებულების შესაბამისად. ამასთან, პროექტი ეხმარება გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისკენ. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პროექტის აღმასრულებელი საბჭოს პირველი  შეხვედრაც. აღნიშნული საბჭო უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების მონიტორინგს და იმ რისკებისა და გამოწვევების შეფასებას, რომელიც პროექტის მიმდინარეობის პროცესში შეიძლება დადგეს.

პროექტი წარმოადგენს იმ ვალდებულებათა განხორციელების პროგრამის ნაწილს, რომელიც საქართველოს აღებული აქვს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით.

საჯარო განხილვები