ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ მედიატრენინგი გაიმართა

სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ მედიატრენინგი გაიმართა

სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ მედიატრენინგი გაიმართა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა.

მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის და მასზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების შესახებ, გაეცნენ სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ძირითად რგოლებს, სურსათის უვნებლობის საკითხებს, სოფლის მეურნეობის სექტორში პროდუქტიულობის ზრდის პროცესში პროფესიული განათლების მნიშვნელობას. 

მონაწილეები გაეცნენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად გამოწვევებს და ძირითად დამბინძურებლებს.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“   ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

საჯარო განხილვები