2024 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა 91 ტრენინგი და ლექცია/სემინარი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მიმდინარე წელსაც აქტიურად აგრძელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების შესახებ.
გარემოს დაცვის დღის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში საქართველოს ტყეების მდგომარეობის და მდგრადი მართვის პრინციპების შესახებ საინფორმაციო სემინარები ჩატარდა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ტყის ბიომრავალფეროვნების, ტყეების ფუნქციებისა და მნიშვნელობის, ბუნებრივი რესურსების მოხმარების, ასევე, ტყის დაცვითი ფუნქციების მნიშვნელობის, ტყეში ქცევის წესების და მეტყევის პროფესიის შესახებ.
ასევე, ტრენინგები გაიმართა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ, სადაც ახალგაზრდები გაეცნენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს, ქცევის წესებსა და რეკომენდაციებს.
სემინარები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დარგის სპეციალისტებმა ჩაატარეს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
2024 წელს ცენტრის ორგანიზებით გაიმართა 91 ტრენინგი და ლექცია/სემინარი 2000-მდე მოსწავლისათვის შემდეგ თემებზე:
დაინტერესებულ ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით და აგრარულ თემებზე.