ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე საქართველოში მასშტაბურად აღინიშნა

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე საქართველოში მასშტაბურად აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 7 ივნისს არაერთი საინფორმაციო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა. 

თბილისში, რიყის პარკში, ქართული წარმოების სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო; გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით, მოსწავლეებისთვის ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „სურსათის უვნებლობა - მითები და ფაქტები“. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, სამეცნიერო წრეების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და მოსწავლეები. 

წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყურადღებას სურსათის მოხმარებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების განსაზღვრასა და მათი თავიდან აცილების გზებზე ამახვილებს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ და ბიზნესმა იცოდეს, როგორ შეიძინოს, მოამზადოს და მოიხმაროს სურსათი უვნებლად და როგორ მოიქცეს სურსათისმიერი მოწამვლის შემთხვევაში. 

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინიციატივით, 2019 წლიდან ყოველწლიურად 7 ივნისს აღინიშნება.

საჯარო განხილვები