ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პენიტენციურ დაწესებულებაში 68 მსჯავრდებულს აგრარული მიმართულების სასაწავლო კურსი ჩაუტარდათ

პენიტენციურ დაწესებულებაში 68 მსჯავრდებულს აგრარული მიმართულების სასაწავლო კურსი ჩაუტარდათ

პენიტენციურ დაწესებულებაში 68 მსჯავრდებულს აგრარული მიმართულების სასაწავლო კურსი ჩაუტარდათ.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტებს ახორციელებს.

აღნიშნული პროექტები მსჯავრდებულებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაში,  ახალი პროფესიული უნარების განვითარებასა და დასაქმებაში ეხმარება.

N5, N8, N10, N15 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში კენკროვანი, ბაღჩეული კულტურებისა და დეკორატიული ყვავილების მოვლა/მოყვანის შესახებ ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგებზე მსჯავრდებულებმა აგრარული მიმართულების სპეციალისტისგან თეორიული ცოდნა გაიღრმავეს და   პრაქტიკული რჩევები მიიღეს.

სასწავლო კურსი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, 68 მსჯავრდებული გადამზადდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

საჯარო განხილვები