ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა

დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო. 

შვედეთის განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრების” მიერ დაორგანიზებულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგნლებმა.

დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები იმართება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნარჩენების მართვის სისტემის მოწესრიგება მნიშვნელოვნად ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით განპირობებული უარყოფითი შედეგების შერბილებას.

„ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად აქტუალური და საჭიროა როგორც ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმართვა, ასევე  დასუფთავების აქციებში მონაწილეობა”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 18 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღეა. საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა  და მასში 133 ქვეყანაა ჩართული. საქართველო დასუფთავების მსოფლიო დღეს 2010 წლიდან აქტიურად აღნიშნავს.

 

საჯარო განხილვები