გაცნობებთ, რომ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შემუშავდა “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ზონების და აგლომერაციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების პროექტი.
პროექტი მომზადდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების საგზაო რუკაზე დაყრდნობით, რომელიც შემუშავდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში და მოიცავს ევროპელი ექსპერტის მიერ შემოთავაზებულ საქართველოს ტერიტორიის ზონებად და აგლომერაციებად გადანაწილების პირველად მონახაზს.
ბრძანების პროექტის მიზანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების შედეგების, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის და გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრების საფუძველზე დაადგინოს ზონები და აგლომერაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად.
აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ზონებისა და აგლომერაციების დადგენა წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 26 აგვისტოს, 14:00 საათზე დაგეგმილია “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ზონების და აგლომერაციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების პროექტის საჯარო განხილვა, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული - https://us02web.zoom.us/j/87989262331
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზებების დასაფიქსირებლად საჯაროდ გამოქვეყნდა 2021 წლის 21 ივლისს, შენიშვნებისა და კომენტარების წარდგენა შესაძლებელი იყო 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით, ბმული - https://bit.ly/3iuXfVD.
ბრძანების პროექტის დოკუმენტები იხილეთ მითითებულ ბმულზე