ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომელებისთვის გარემოსდაცვით დემოკრატიაზე ტრენინგი ჩატარდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომელებისთვის გარემოსდაცვით დემოკრატიაზე ტრენინგი ჩატარდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“. ტრენინგის მიზანი გარემოსდაცვითი დემოკრატიის მნიშვნელობის გააზრება და ამ სფეროში ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების სიღრმისეული განხილვა იყო.

ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორჰუსის კონვენციის ძირითად პრინციპებს, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მართლმსაჯულებაზე წვდომას გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

ტრენინგის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) -გაეროს 17 გლობალური მიზანი, რომლებიც მიმართულია განათლების, გარემოს დაცვის, სოციალური კეთილდღეობისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ.

სასწავლო სესიების განმავლობაში ყურადღება გამახვილდა გარემოსდაცვითი დემოკრატიის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, სუფთა წყალი, ეკოსისტემების დაცვა და მდგრადი ქალაქების განვითარება. ასევე განხილული იყო გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების აქტიური ჩართულობისა და გარემოს დაცვის სფეროში ინდივიდუალური და ინსტიტუციური პასუხისმგებლობების საკითხები.

ტრენინგის მიზანი ცენტრის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების გაძლიერებაა, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა.

აღნიშნული ტრენინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით.

საჯარო განხილვების არქივი