ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ: 
1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა“. 

2. დაევალოთ სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ღონისძიებების შესრულება. 

3. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმაში“ ასახული ღონისძიებები სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა უწყებებმა განახორციელონ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა. 

საჯარო განხილვები