ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ტრენინგი გაიმართა

მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ტრენინგი გაიმართა

საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შესყიდვის პრიორიტეტული ობიექტებისათვის მდგრადი შესყიდვების კრიტერიუმის გამოყენების შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მიზანია მდგრადი საჯარო შესყიდვების და მისი სარგებლის, ასევე, მის დასანერგად პროექტის ფარგლებში მომზადებული სამართლებრივი დებულებებისა და რეკომენდაციების შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაცნობა.

მდგრადი საჯარო შესყიდვები არის პროცესი, რომლის დროსაც შემსყიდველი ორგანიზაციები საქონელსა და მომსახურებაზე საჯარო შესყიდვებს ახორციელებენ ისე, რომ მიღწეულ იქნას ხარჯთეფექტიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სარგებელის მიიღება გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების გზით მოხდეს. მდგრადი საჯარო შესყიდვები მიზნად ისახავს სათანადო ბალანსის მიღწევას მდგრადი განვითარების სამ კომპონენტს — ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით შორის.

ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „EU4 Environment“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საჯარო შესყიდვების განვითარების პროცესში; ასევე, ბიზნესსექტორისა და სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას მისი ეფექტიანი დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.

საჯარო განხილვები