2017 წლის 7 ივნისიდან საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, ასევე შეიმუშავა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომლებიც წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული ძალისხმევის დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს. დოკუმენტი მოიცავს შვიდი სექტორის (ენერგიის გენერაცია და გადაცემა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა, ნარჩენები, სოფლის მეურნეობა, სატყეო სექტორი) ანალიზსა და შესაბამის ღონისძიებებს.
დოკუმენტები მომზადებულია სექტორულ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების, სექტორული ტექნიკური სამუშაო ჯგუფების მუშაობისა და ამ ჯგუფების წევრებთან აქტიური თანამშრომლობით.
კომენტარების და წინადადებების მიღება განსაზღვრულია მიმდინარე წლის 14 დეკემბრამდე. გთხოვთ, მოგვაწოდოთ კომენტარები ელ: ფოსტაზე: maia.tskhvaradze@mepa.gov.ge;climatechange@mepa.gov.ge
საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით.
დანართი
საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია
საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა