გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
ქ. ქუთაისში შპს "საქართველოს ჰონგჩუანის" მეთილმეტაკრილატის(MMA) პირველადი ნედლეულის დისტილაციისა და პილომეთილმეტაკრილატის (PMMA) ფირების (შუალედური პროდუქტების ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების) წარმოების პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 13 ივნისის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34014
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 3 ივნისს, 13:00 საათზე. მისამართი: ქ. ქუთაისის მერიის შენობა.