გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბოდბისხევში შპს „მაღარო კაპიტალის“ სამელიორაციო სისტემის და 130000 მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარის მოწყობა და ექსპლუატაცია
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4758
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2023 წლის 6 ივნისს, 12:00 საათზე. მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდბისხევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.