გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდ. ასკისწყალზე 5.3 მგვტ დადგმული სიმძლავრის ,,ასკისწყალი ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 8 ივნისის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4840
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2023 წლის 7 ივნისს, 11:00 სთ-ზე, მისამართი: ამროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭრებალოს კულტურის სახლის შენობა.
2. 2023 წლის 7 ივნისს, 14:00 სთ-ზე, მისამართი: ამროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხვანჭკარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.