გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბა შუახევში სს „აჭარის წყლის ალიანსის" ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (N1) და საკანალიზაციო სისტემის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2023 წლის 13 ივლისის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4863
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2023 წლის 28 ივნისს, 14:00 საათზე. მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.