2022 წლის 20 ივნისს, 12:00 საათზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მის: გ. გულუას #6) „ჭაჭუნას აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება
მენეჯმენტის გეგმა შეიქმნა Cambridge Conservation Initiative -ის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო“, Birdlife International-თან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით. გეგმა მოამზადა ააიპ „საქართველოს დაცული ტერიტორიების მეგობართა ქსელის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდმა, ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ” დებულების შესაბამისად.
ჭაჭუნას აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის პროექტის ჩამოსატვირთად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3Oel8PJ