გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ სახიფათო ნარჩენების დროებით განთავსების ობიექტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების და ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების საწვავი ღუმელის (ინსინერატორის) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/268
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 19 ივლისს, 11:00 საათზე. მისამართი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. ყულევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.