ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში, შპს „ნიკორას“ სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

ქვემო ქართლი, გარდაბანი, სოფ. გამარჯვება, გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფ. გამარჯვება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო  აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში, შპს „ნიკორას“ სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ინსინერაციის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.

ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/304 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 25 ივლისს, 12:00 საათზე. მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.