გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებს. დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. აღთაკლიაში, შპს „პეტროლჰაბის“ 9000 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/348
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 22 ივლისს, 15:00 სთ-ზე, მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. აღთაკლიას საჯარო სკოლის შენობა.