ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

„ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის #496 დადგენილებაში ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, ონლაინ შეხვედრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის #496  დადგენილებაში ცვლილებების პროექტი. ცვლილებების ძირითადი ნაწილი გამომდინარეობს „საქართველოს ტყის კოდექსში“ 2021 წლის 15 დეკემბერს შესული ცვლილებებიდან.

წარმოდგენილი დოკუმენტის საჯარო განხილვის თარიღი შეიცვალა და გაიმართება 2022 წლის 25 ივლისს, 14:00 სთ-ზე ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

საჯარო განხილვაზე დასასწრებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/81361955331?pwd=Y1lRSW5lOHg2NzJNZ2UvZy9rTXJFZz09