გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. იაღლუჯაში, შპს „ქართლი ჯენერეიშენის“ 110 კვ ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://bit.ly/3zoTlri
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 5 აგვისტოს, 13:00 საათზე, მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.