ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

პროექტის “საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა თბილისის ეროვნულ პარკში“ და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა

მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა, ქ. მცხეთა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

2022 წლის 28 ივლისს, 12:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში  პროექტის “საბაზისო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა თბილისის ეროვნულ პარკში“ და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება.

საქართველოს მთავრობის პროექტის - „ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა“ ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება იგეგმება, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით განახორციელებს.

მასშტაბური პროექტის ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში, საქართველოში პირველად, ამერიკული სტანდარტის შესაბამისი ეკოტურისტული სივრცე მოეწყობა 300 კმ-მდე სიგრძის ეკოტურისტული ბილიკების ქსელითა და თანმდევი ინფრასტრუქტურით - ვიზიტორთა ცენტრი, 3 ტურისტული კოტეჯი, საპიკნიკეები. 

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე https://bit.ly/3BkwA9i 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ნუცა გუმბერიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მობ.: 598 88 20 19; 599 29 02 09
ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

გოგა დოლიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი
მობ: 591 40 41 42