გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
შპს „ეტალონის“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ტორფის) მოპოვების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/564
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2022 წლის 31 აგვისტოს, 12:00 სთ-ზე, მისამართი: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. განძის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
2. 2022 წლის 31 აგვისტოს, 15:00 სთ-ზე, მისამართი: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ეშტიას კულტურის სახლი.