გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
სს „RMG Copper”-ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის (ახალი კუდსაცავის მოწყობა) პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/661
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2022 წლის 27 სექტემბერს, 12:00 საათზე. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. გეტას სარიტუალო დარბაზი.
2. 2022 წლის 27 სექტემბერს, 15:00 საათზე. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრის შენობა.