სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის „ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის“ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიშისა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების გაცემის მიზნით სგშ-ის პროცედურის დაწყების შესახებ ინფორმაციას.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშთან და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
განცხადება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურის თაობაზე:
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს „ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმა“
სექტორი: დაგეგმარება და სივრცითი მოწყობა
დამგეგმავი ორგანო: სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო
პროცედურა: სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე რეკომენდაციების გაცემა
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქალაქი წყალტუბო, ცენტრალური ნაწილი
სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/830
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ნაბეჭდი სახით. მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული რეკომენდაციების/დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 14 ნოემბერს 13:00სთ-ზე. მისამართი: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა №25.