გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. მეტეხში, შპს "ჯი პი პის" მეფრინველეობის ფერმის (296 000 სადგომით ქათმებისთვის) ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2023 წლის 4 იანვრის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1010
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 20 დეკემბერს, 13:00 საათზე. მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.