გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
ქ. რუსთავში შპს „აგლომერატის“ ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2023 წლის 11 იანვრის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1060
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 27 დეკემბერს, 14:00 საათზე. მისამართი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა ( კოსტავას გამზირი N20).