ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზებიდან გამომდინარე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. მეტეხში, შპს „ჯი პი პის“ მეფრინველეობის ფერმის (296 000 სადგომით ქათმებისთვის) ექსპლუატაციის პროექტის გზშ-ის ანგარიშზე შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, 2022 წლის 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით დაგეგმილი საჯარო განხილვა გაუქმდა.
დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1204