ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა

თბილისი, თბილისი, ქ. თბილისი, თბილისი

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის განცხადებასა  და საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის პროექტებს

როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2022 წლის 14 დეკემბერს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, წარმოდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული  გეგმა, ასევე სკოპინგის განცხადება.

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 21 დეკემბრის №15/10023 წერილით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა განახლებული დოკუმენტაცია და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის გამო, ასევე სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება განახლებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

შესაბამისად, გაცნობებთ, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო აღნიშნულ განცხადებაში მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge 

განცხადება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის პროცედურის თაობაზე:

საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: საქართველოს ტერიტორია.

სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1209  

შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით  2023 წლის 18 იანვრის ჩათვლით.