გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. იაღლუჯაში, შპს „ქართლი ჯენერეიშენის“ 110 კვ ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა და 110/35 კვ ძაბვის ქვესადგურის მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტი
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2023 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/5942
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2023 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.